ლევან ხაბეიშვილი - ე.წ. „ხალხის ძალის” განცხადება რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებაა, რაც კონკრეტულ მიზნებს ემსახურება - მათ ფაქტობრივად გამოაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელისმომწერი “ქართულ ოცნებაში” არიან

ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ე.წ. „ხალხის ძალა” აკეთებს არის რუსეთის სპეცსამსახურების განცხადება, რაც კონკრეტულ მიზნებს ემსახურება - მათ ფაქტობრივად გამოაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელისმომწერი “ქართულ ოცნებაში” არიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის” ყველა განცხადება საზოგადოებამ შეიძლება კრემლის განცხადებად აღიქვას.

„მე ,,რუსული ოცნების” მხრიდან არაფერი გამიკვირდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით გავრილოვები, კრემლის აგენტურა საქართველოში ჩვეულებრივად გადაადგილდებიან. მეტიც არიან სასათბურე პირობებში, მაგრამ გვინახავს მათ შორის უკრაინელი წარმატებული პროდასავლელი ჟურნალისტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში არ უშვებენ. ამიტომ მე ,,რუსული ოცნებისგან” არაფერი გამიკვირდება. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ე.წ. ,,ხალხის ძალა” აკეთებს არის რუსეთის სპეცსამსახურების განცხადება, რაც ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მათ ფაქტობრივად გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელისმომწერი “ქართულ ოცნებაში” არიან. ეს არის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილისთვის, დიახ, ისინი პროპაგანდირებენ რუსულად. ყველა მათი ყველა განცხადება შეიძლება კრემლის განცხადებად აღვიქვათ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დასაყრდენი არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებია.

„ჩემი საყრდენი არჩევნებში და ზოგადადაც არიან ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შეურაცხყოფის, ტერორის ქვეშ არიან და არ დანებდნენ, იბრძვიან ბოლომდე. აი, ეს ხალხია ჩემი დასაყრდენი და შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაიწყეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებები. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ლევან ვარშალომიძე და მისი გუნდი ღიად მიჭერს მხარს. დიახ, ვანო მერაბიშვილი თუ ჩადის სადმე და თუ ვინმეს მობილიზაციას აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ამაზე შიშები აქვს ,,ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეს! ვაპირებ გავაღვიძო ყველა მიძინებული ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, თუმცა ოპოზიციიდან და რუსი ოლიგარქიდან გამომდინარე საღათას ძილით მიაძინეს, ჩააგდეს ნიჰილიზმში. ამიტომ, მე გავაღვიძებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო