სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" უწყებაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე არის დაკავებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
























