მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენს მთავრობის წევრები შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მარკ ბოუმენთან გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ.

„მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები - ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ჯანდაცვის სფეროში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სხვა.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფისკალურ პარამეტრებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მაღალ და მდგრად ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო