ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივი განწყობების შეცვლა სურს, რადგან ევროპულ წესრიგში მისი მსგავსი ძალის ადგილი არ იქნება, რუსეთის ორბიტაზე მშვიდად გრძნობენ თავს - „ხალხის ძალა“ კი უბრალოდ ფოსტალიონია

„ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივი განწყობების შეცვლა სურს, რადგან ევროპულ წესრიგში „ქართლი ოცნების“ მსგავსი პოლიტიკური ძალის ადგილი არ იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ხელისუფლების წარმომადგენლების და „ხალხის ძალის“ მიერ დასავლეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ მათ არ აქვთ არანაირი ინტერესი, საქართველომ რუსეთის ორბიტას თავი დააღწიოს.

„თანამედროვე სამყარო და პროგრესი კონკურენციას გულისხმობს. იქ, სადაც ჯანსაღი კონკურენცია არ არის, არაფერი ცოცხალი არ ხარობს, არ ვითარდება. როდესაც ევროპული წესრიგი იქნება ქვეყანაში, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ იქნება ჯანსაღი კონკურენცია და ჯანსაღ კონკურენციაში ზარქუები ვერ იქნებიან ვერც პირველი, ვერც მეორე და ვერც მესამე ხმები და ამის ეშინიათ. გარდა იმისა, რომ გვაქვს არაერთი მტკიცებულება ამ ხელისუფლების პირობებში, რომ არ აქვთ არანაირი ინტერესი, რომ საქართველომ თავი დააღწიოს რუსეთის ორბიტას, იქ მშვიდად გრძნობენ თავს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ შექმნილი პროპაგანდის მანქანა ხალხს აჯერებს, რომ დასავლეთი ცუდია, თუმცა პარალელურად პრემიერ-მინისტრი შვილს ამერიკაში აგზავნის სასწავლებლად.

„თავისი შვილი სად გააგზავნა პრემიერმა? ამერიკაში. ზაზა შათირიშვილთან გაიარა კონსულტაცია? - კლანების ქვეყანაში გაგზავნა თავისი შვილი? რამე ცუდი რომ ასწავლონ იქ? ერთის მხრივ ხელისუფლების მიერ შექმნილი და დაფინანსებული პროპაგანდის მანქანა ხალხს აჯერებს, რომ ცუდია ევროპა და ამერიკა, მაგრამ თვითონ იქ ცხოვრობენ, თავიანთ შვილებს იქ აგზავნიან, აქტივები იქ უნდათ ჰქონდეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ფოსტალიონის როლს ასრულებს და რეალურად „ქართულ ოცნება 2“-ს წარმოადგენს.

„ვფიქრობ ხოლმე „ქართული ოცნება 2“ -ის „მესიჯებზე" და ჩემი შეფასებით ეს ხალხი არის უბრალოდ ფოსტალიონი, მათ ჩაუდებენ წერილს და მერე ისინი გამოიტანენ წერილს საზოგადოებაში. „ხალხის ძალა“ იგივეა, რაც „ქართული ოცნება“, სოზარ სუბარი ამ წერილების ავტორი ვერ იქნება. ძალიან ვწუხვარ, რომ მას მთელი თავისი ბიოგრაფიის გადახაზვა უწევს, არ ვიცი რატომ დაემართა მას ეს ამბავი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო