ილია დარჩიაშვილი - დავოსში პრემიერს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში. კერძოდ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ორი განზომილება აქვს. პირველი, პოლიტიკური შეხვედრები. მეორე ეკონომიკური განზომილება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისი თქმით, პრემიერს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

„პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს, რაც ვფიქრობ მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაცის წევრებს დაგეგმილი აქვთ ასევე საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი მიზანია მათ უკეთ გააცნონ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი.

„ამ შეხვედრების მთავარი მიზანია მათ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ის საინვესტიციო გარემო, რომელიც არის ქვეყანაში, რაც მათ მისცემს საშუალებას ჩვენი ქვეყნის პოტენციალი კარგად შეაფასონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში ეს კომპანიები შემოვიდნენ და გააკეთონ კონკრეტული ინვესტიციები",- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში