ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე გარკვეული პროცესები „თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო“  ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ

კეზერაშვილთან რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა მქონდა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის შიგნით ცივილიზებული ბრძოლა მიმდინარეობს, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახლა მიდგომებს შორის.

„ჩემი ღრმა რწმენით, ჩემს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად მიპირისპირდება ის „ცუდი“, რომელიც ვფიქრობ, ვერასდროს გახდება იმ რეჟიმის ალტერნატივა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გულისხმობს, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ბევრად მართლები ვართ, ბევრად მოწესრიგებული ღირებულებითი სისტემა გვაქვს. ეს არის ღირებულებითი ბრძოლა. პარტიის შიგნით ცივილიზებული ბრძოლა მიმდინარეობს. დიახ, დღეს არის დაპირისპირება არა ძველსა და ახალს შორის, არა, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახალ მიდგომებს შორის.

მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში არ არის ჩემი კონკურენტი. პირველივე დღიდან არავისთან არ მქონია პერსონალური დაპირისპირების სურვილი, მით უფრო საკუთარი პარტიის რიგებში“,- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე გარკვეული პროცესები, თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიერ.

„9 ნოემბერი, დღე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს განცხადება გააკეთებინეს - მოითხოვეს იმ ფორმით, რა ფორმითაც მოითხოვეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში არჩევენების ჩანიშვნა. შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, ვინაიდან, ახალგაზრდებმა ეს განცხდება გააკეთეს, მათ მხარს ვუჭერთო, თითქოს ეს მათი დაორგანიზებული არ ყოფილიყო. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს კარგ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. 9 ნომებრის მთავარი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ, ეს არის სიმართლე.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კეზერაშვილთან რამდენიმე თვიანი თანამშრომლობა მქონდა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის. პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი და მისი კონტროლის წადილი, ორი სხვადასხვა რამ არის“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მან ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც დარწმუნდა, რომ კეზერაშვილს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველობის სურვილი ჰქონდა.

მისივე განცხადებით, დავით კეზერაშვილის სურვილი იყო, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე.

„მაშინ, როდესაც დავით კეზერაშვილის შემთხვევაში, დავრწმუნდი, რომ მას აქვს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, მაშინ, როდესაც მან გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაცა უნდა ყოფილიყო პარტიის ლიდერი, ვიღაცა არ უნდა ყოფილიყო, ვიღაცა უნდა ყოფილიყო პარტიაში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე, მე მასთან ურთიერთობა შევწყვიტე.

თუ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერი დონორი დახმარებას აღმოუჩენს, მე მივესალმები. ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც პროდასავლური ღირებულების არის, მაგრამ, როდესაც მე ჩავდექი მდგომარეობაში, კონკრეტული ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ , რომელსაც ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს, არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს [სურდა], რომელსაც მეგონა, რომ გულწრფელი ზრახვები ჰქონდა პარტიასთან მიმართებაში, ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი. ამ ადამიანს ყველა ვიცნობთ. მას ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს“,- განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა ის ადამიანი, რომელზეც მელია საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, მელია პასუხობს, რომ ის "თავად ისაუბრებს“.

„ეს ადამიანი იქნება კობა თუ ნებისმიერი სხვა, თავად ისაუბრებს. თუ „ქართული ოცნებისგან“ რამე განგვასხვავებს, ეს არის არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური აღნაგობის გამო კი არ დავუპირისპირდი, ის არაფორმალური მმართველობის სახელმწიფოებრივი ჭირია.

სანამ საჯარო განცხადებას გავაკეთებდი, პირდაპირ კეზერაშვილს ვუთხარი, „საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მე და შენ მომავალში ამ პარტიიდან გამომდინარე, არაფერი საერთო არ გვექნება“. სამწუხაროდ, მან გააკეთა ის, რაც ეწინააღმდეგება ამ პარტიის ფასეულობებს და ღირებულებებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" ეთერში.

მან ასევ ისაუბრა გავრცელებულ ჩანაწერებზე და განაცხადა, რომ მის შინაარსში შესვლა, მის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

მელიას განცხადებით, ზუსტად იცის, რომ ჩანაწერების საკითხი ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. ნიკა მელიას აზრით, მერაბიშვილმა ჩათვალა, რომ მისი გავრცელებით, შიდაპარტიული არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

"უკანონო გზით მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, რომ მის შინაარსი შესვლა, ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფარული მიყურადების ფენომენი, პირდაპირ დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად თუ ვინმეს პარტიაში გავლენის მოპოვება უნდა...ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები თუ თანამზრახველები, ვინც არიან, 2012 წლის ციხის კადრები რომ გავრცელდა, გეტყვიან, რომ ადამიანის ემოციებზე უნდოდათ თამაში. ახლა რატომ აკეთებს ვიღაცა, წინა საარჩევნო პერიოდში იმავენაირად? ადამიანები, რომლებიც ახლა მე მიპირისპირდებიან, თვე ნახევრის განმავლობაში ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. კონკრეტულად ვიცი ის პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს. დიახაც, ახლა მაქვს გონივრული ეჭვი, ვარაუდიც კი არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებით შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე",- განაცხადა მელიამ "ტვ პირველთან".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა