ილია დარჩიაშვილი - პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის

პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკურ განზომილებაში.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში. დავოსში მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. პარალელურად იმართება შეხვედრები მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დიალოგი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე დას ზოგადად, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასისა და ევროპის დამაკავშირებელ იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის როლს და მნიშვნელობას. შუა კორიდორი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველო და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენმა რეგიონმა, ცენტრალურმა აზიამ უნდა შესთავაზოს ევროპას და ამ მიმართულებით, პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან როლზე, ეკონომიკურ განზომილებაში, რომელიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა