გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს და ის მხოლოდ სპიკერია

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებით პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს და ის მხოლოდ სპიკერია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების პოლიტიკა პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რასაც ევროკავშირი და ნატო ეფუძნება.

გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის სწორედ ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომლის სპიკერი გახლავთ გურამ მაჭარაშვილი. ცხადია, „ქართული ოცნებისთვის“ და შეიძლება, ბატონი ივანიშვილისთვის ევროკავშირი და ნატო არ არის მიზანი იმიტომ, რომ მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკა პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის იმ ფასეულობებთან, რასაც ევროკავშირი და ნატო ეფუძნება, ეს არის დემოკრატია, თავისუფლება, უსაფრთხოება. საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო არის მთავარი და ერთადერთი გარანტორი სამომავლოდ, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ცხადია, მათთვის, ვისთვისაც ეს ამოცანები არ არის ნომერ პირველი და ნომერ პირველია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, ეს კავშირები ვერ იქნება ნომერ პირველი სამიზნე“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო თვითმიზანი არ არის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო