ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს. პაველ ჰერჩინსკი საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს ხვდება, ასევე დღეს ის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს შეხვდა.

როგორც წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობაზე და ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციაზე ისაუბრეს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სტატუსთან დაკავშირებით, მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით, ძალიან დამაიმედებელია”, - განაცხადა წილოსანმა.

პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრები პარლამენტში 16 იანვარს დაიწყო. ელჩი უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

ორი კვირის ვადაში პაველ ჰერჩინსკი ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო