სალომე ზურაბიშვილი ბროვარში მომხდარზე - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის - საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო