„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქაშვეთის ტაძარში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ

პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქაშვეთის ტაძარში ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ და სამძიმარი გამოთქვეს.

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე პატრიოტიზმითა და მორალური სამოქალაქო პოზიციით გამორჩეული პიროვნება იყო.

„ვახტანგი უნიკალური ადამიანი იყო, მას განუმეორებელი ტალანტი ჰქონდა, როგორც ხელოვანს, მომღერალს, მსახიობს, რეჟისორს. ის პატრიოტიზმითა და მორალური სამოქალაქო პოზიციით გამორჩეული იყო. ჩვენ ერთმანეთი ბოლო პერიოდში გავიცანით, მაშინ როცა ის პოლიტიკაში შემოვიდა. პირველი შთაბეჭდილება, რაც მე დამეუფლა ის იყო, თუ როგორ ჰგავს ის თავის გმირებს. როდესაც მას ელაპარაკები წარმოგიდგება ის ადამიანები, რომლებსაც იგი კინოში თამაშობდა და რომელთა მახასიათებელი სამართლიანობა და ღირსება იყო. ასეთი იყო ბუბა”,-განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო