გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის 662 000 ლარი გამოიყო

გარდაბანში 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 662 000 ლარი გამოიყო.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 26 იანვრიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 38 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, შექმნილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღებას და საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში მათ კონსულტირებაში ჩაერთვებიან.

2023 წელს დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია: სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა; გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს