ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა წყალი აკურთხეს.
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ნათლისღებას ტრადიციულად წელსაც ზღვაში შესვლით აღვნიშნავთ. მშვიდობას ვუსურვებთ, უფლის წყალობით ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადეს შეკრებილებმა.
ბათუმში სანაპიროსთან უსაფრთხოების მიზნით მაშველები იმყოფებოდნენ.
ზღვაში შესვლის რიტუალი 19 იანვარს, მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს.
























