რომან გოცირიძე - რა თქმა უნდა, პარტიაში არის დაპირისპირება, პარტია ამ პროცესისგან უნდა გამოვიდეს ნაკლები ზიანით, გამარჯვებული რომ არ გამოვა, ფაქტია

რა თქმა უნდა, პარტიაში არის დაპირისპირება, პარტია ამ პროცესისგან უნდა გამოვიდეს ნაკლები ზიანით. გამარჯვებული რომ არ გამოვა, ფაქტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც „ზოგიერთებმა ერთმანეთს უთხრეს, ესეც ჩამოირეცხება“.

„მგონია, რომ ადამიანებს მოსდით შეცდომები არჩევნების მაღალი ემოციური ფონის გამო. დამთავრდება არჩევნები, ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება მშვიდად. სამწუხაროდ, ის რაც ითქმის და ზოგიერთები ერთმანეთს ესვრიან, ესეც ჩამოირეცხება, თუმცა სასიამოვნო არაა, ჩამოსარეცხად არავინ უნდა გაიხადოს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ 7-ჯერ მაინც დაიშალა და დღეს რაც კი პარტიებია, ვისაც კი 1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პარტიებია და სამწუხაროა, რომ იქმნება პატარ-პატარა პარტიები, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები. არასდროს გამიკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც ავნებდა ზოგადად, ოპოზიციას და შემრცხვენოდა ერთად დადგომის შემთხვევაში, თვალებში ჩახედვის. არ გავაკეთებ არცერთ განცხადებას, რომელიც ამ არჩევნებში ვითარებას დაძაბავს.

რა თქმა უნდა, პარტიაში არის დაპირისპირება, პარტია ამ პროცესისგან უნდა გამოვიდეს ნაკლები ზიანით. გამარჯვებული რომ არ გამოვა, ფაქტია. ამის შემდეგ გამარჯვებულმა უნდა აღიაროს დამარცხებულის წარსული და მომავალი როლი პარტიაში და დამარცხებულმაც უნდა აღიაროს გამარჯვებული. მგონია, რომ არ უნდა მოხდეს ის, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება - დამარცხებული მიდის ან აგდებენ, არავინ არ უნდა იყოს გაგდებული და თავისი ნებით წასული. არჩევნების შემდეგ არ იქნება ადვილი, მაგრამ ეს ძველი წყენები, ცოდვები, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო კრიტიკა უნდა ჩაბარდეს წარსულს და უნდა ვიფიქროთ მომავალზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო