ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებიან

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჟურნალისტებთან საუბარში ყველა მათგანი იხსენებს დიდი არტისტის ღვაწლს და გამორჩეულ შემოქმედებით ნიჭთან ერთად ხაზს უსვამენ მის დადებით პიროვნულ თვისებებს. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

„სიმღერა, რაც ისმის - “უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - ეს არის ბუბაზე. უკანასკნელი ყარაჩოღელი, ნამდვილი ქართველი, თბილისელი ემშვიდობება თბილისს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დრო დადგა, მაგრამ ის ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება”, - აცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

„დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მსახიობი, მომღერალი, კარგი ქართველი და ჩვენი ჭკუის კარგი მასწავლებელი”, - განაცხადა მომღერალმა ვახტანგ ტატიშვილმა.

„ძალიან თბილი ადამიანი იყო და საერთოდ ვერ იფიქრებდი, რომ ამხელა სიმაღლეზე იყო. მას ჰქონდა საოცარი უნარი ადამიანებთან სულიერად დაახლოების. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იყო საოცრად მრავალფეროვანი ადამიანი”,- განაცხადა ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა.

„როცა გარდაიცვლება ადამიანი მერე, უფრო და უფრო, აფასებენ. თუმცა, ბუბა ყოველთვის დაფასებული და საყვარელი ადამიანი იყო ყველა თაობისთვის, ის ყველა თაობის კუმირი იყო. ძალიან დაგვწყვიტა გული და დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ის საოცარი პიროვნება იყო”,- განაცხადა ქართული ეროვნული ბალეტის” სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა.

„საოცრად დიდი გზა გაიარა, დიდი საგანძურო დატოვა თავის მეგობრებთან ერთად. ვგულისხმობ, “ორერას”, ქალბატონ ნანის, ბატონ რობერტს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ ის გზა, რომელიც მათ გაკვალეს და გაიარეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა.

„როდესაც პატარა ვიყავი, ნანი და ბუბა რომ მოსკოვში ჩამოდიოდნენ ჩემთვის ეს იყო საქართველოს სიყვარულის სითბო, რომელსაც ისინი მთელ მსოფლიოში აფრქვევდნენ. დღესაც ვიღებ სხვადასხვა ქვეყნებიდან სამძიმარს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მწერს არ ვიცნობ. ნამდვილად ეპოქა წავიდა მასთან ერთად”, - განაცხადა პრიმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა.

ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო