რომან გოცირიძე - იმ ფონზე, როცა რუსეთისთვის ცა დაკეტილია, საქართველოში ფრენების დაწყება, პირდაპირ ღალატია ჩვენი ქვეყნის ინტერესების

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში რუსეთისთვის ცა დაკეტილია, საქართველოში ფრენების დაწყება ქვეყნის ინტერესების ღალატია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„რუსეთმა დაყო ქვეყნები მეგობარ და მტრულ სახელმწიფოებად. საქართველო არასდროს იყო არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში და ლავროვის განცხადებით, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გამოაცხადა მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო დგას რუსეთთან, საქართველოსთვის ის გახსნის საჰაერო სივრცეს და თავზე ხელი გადაუსვა იმისთვის, რომ არ ეხმარება უკრაინას. ასევე, იმისთვის, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში უწყობს ხელს. მოღალატეობრივია განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან, იმის თაობაზე, რომ შეიძლება საავიაციო მიმოსვლა აღდგეს, ეს არის ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა. ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც რუსული ფრენები ხორციელდება, ეს არის სერბეთი, იქაც დაიკეტება, იმიტომ, რომ იცვლის პოზიციას. იმ ფონზე, როცა რუსეთისთვის ცა დაკეტილია, საქართველოში ფრენების დაწყება, პირდაპირ ღალატია ჩვენი ქვეყნის ინტერესების“, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო