უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს, დღეს ნამდვილად ასეა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე განაცხადა.
„დღეს ძალიან რთულია თქვა ის, რაც ამ დღეებში არ თქმულა. მე მქონდა ბედნიერება მასთან მარტო კი არ მეამხანაგა, არამედ ამ დროს დიდი მეგობრებიც ვყოფილიყავით. მე მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და პირველი, რაც ვისწავლე სიმღერა და მსახიობობა კი არ არის, არამედ კაცობა. ბუბა ნამდვილი კაცი იყო და არის. სანამ ჩვენ ბუბა გვემახსოვრება, ის ჩვენი მეხსიერებიდან ვერ გაქრება ვერასდროს. ყველა ფილმი, ყველა სიმღერა, რაც კი მას გაუკეთებია, ეს უკვე ჩვენში ისე გაჯდა, რომ ჩვენ ამას ვერ წავშლით ვერასდროს ძალიანაც რომ გვინდოდეს. რთულია ცრემლების გარეშე ამაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორმე უნდა შევძლოთ.
უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს, დღეს ნამდვილად ასეა, უკანასკნელ ერთ-ერთ ვაჟკაცს ემშვიდობება თბილისი. ჩვენ ბუბასნაირი არ გვყოლია არასდროს და სამწუხაროდ არც გვეყოლება, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვერ მოვესწრები, თუ იქნება მე ამის მომხრე ვარ. მინდა ყველას მოგისამძიმროთ ამ დიდი ადამიანის და ფაქტობრივად ყველა ჩვენი ოჯახის წევრის გარდაცვალება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.