ქუთაისის მერი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ძლიერი ქარისგან დაზიანებულ ობიექტებზე დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ძლიერი ქარისგან დაზიანებულ ობიექტებზე დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, წინასწარი შეფასებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად, 2 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.

მისივე თქმით, მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება ხვალიდან დაიწყება.

„წინასწარი შეფასებით, ძლიერმა ქარმა 2 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვაყენა. 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული, ძირითადად სახურავები. დღეს შევხვდი იმ კომპანიებს, რომლებიც დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. ხვალიდან მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება დაიწყება. სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად უნდა ჩავატაროთ, რათა უახლოეს დღეებში გამოცხადებულ სტიქიის მორიგ შემოტევასაც გავუმკლავდეთ,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო