"ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს ფილიალში 7 ადამიანია შეყვანილი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს ფილიალში 6 დაშავებული და ერთი გარდაცვლილი მოქალაქე შეიყვანა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს