არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მეტის თქმა ახლა არ შემიძლია, - ამის შესახებ კახეთის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ და როდესაც დასრულდება, უწყება თავად გააკეთებს კომენტარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა შემიძლია. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები", - განაცხადა ალადაშვილმა.