საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს თბილისში გადმოჰყავს

საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაჰყავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს ფილიალში განუცხადეს, მოქალაქეს თვალი აქვს დაზიანებული.

ცნობისთვის, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს ფილიალში 6 დაშავებული და ერთი გარდაცვლილი მოქალაქე შეიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გახსროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა