სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადმოყვანილი

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადმოყვანილი.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა განუცხადა, 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია უტარდება.

„კლინიკაში შემოიყვანეს 6 პაციენტი, საიდანაც ერთი გარდაიცვალა. 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1-ის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 3 პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ყველა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო 1 კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, თვალის ზედაპირული ტრავმის გამო“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებათ.

„ერთ პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აქვს, არის ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობაც“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით