ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე - მამაკაცი ჩვენი მეზობელი იყო, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე

საგარეჯოში მომხდარის შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება კიდევ ერთი ადგილობრივი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.

„ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?

მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. როგორც ამბობენ, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთი გოგოა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო