ექიმი - საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში მოთავსებული 4 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო სამის - სტაბილური

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამიდან ერთ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელ ამბულატორიაში ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც 21 წლის არის, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კლინიკაში ცეცხლნასროლი ნაკვეთი ჭრილობებით შემოვიდა 6 ავადმყოფი. მათგან ერთ-ერთი, პოლიციელი გარდაცვლილია. ხუთ პირს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. ერთ-ერთი მათგანი გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში 4 ავადმყოფი რჩება, აქედან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმე, რომელიც ამ ეტაპისთვის, ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. მას აქვს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

ექიმის ინფორმაციითვე, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტიდან სამი კონტაქტურია, რომლებსაც სამართალდამცავებმა ჩვენება უკვე ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა