დავით მათიკაშვილი საგარეჯოში მომხდარზე - ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის - ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება

ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის - ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საგარეჯოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონია შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებშიც.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. საკმაოდ მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებისგან დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება და აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ნუ მიმართავენ ისეთ წიაღსვლებს, რაც ასეთ სიტუაციებში მათ სჩვევიათ. ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა, როგორი მკაცრი კანონმდებლობაც არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას იარაღთან მიმართებით. ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება. იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, თუ რამდენად არის მკურნალობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი, მათიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს შესაბამისი პრობლემის მქონე მოქალაქეებზე, თუმცა, აუცილებელია მან სისტემას თავად მიაკითხოს.

„ყოფილ სამხედრო მომსახურეებთან მიმართებით ქვეყანაში არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო სათანადოდ ზრუნავს მათზე. როცა პრობლემები აქვს ადამიანს ინიცირება მათი მხრიდან უნდა მოხდეს, მან უნდა მიაკითხოს ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ადეკვატურ პასუხს სცემს ასეთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ ხდება მიმართვა, ძალიან ძნელია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ჰქონდეს სისტემას, თუკი არ გამოვლინდა, რომ პირს აქვს ფსიქიკური პრობლემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით მათიკაშვილი საგარეჯოში მომხდარზე - ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის - ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება

ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის - ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საგარეჯოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონია შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებშიც.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. საკმაოდ მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებისგან დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება და აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ნუ მიმართავენ ისეთ წიაღსვლებს, რაც ასეთ სიტუაციებში მათ სჩვევიათ. ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა, როგორი მკაცრი კანონმდებლობაც არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას იარაღთან მიმართებით. ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება. იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, თუ რამდენად არის მკურნალობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი, მათიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს შესაბამისი პრობლემის მქონე მოქალაქეებზე, თუმცა, აუცილებელია მან სისტემას თავად მიაკითხოს.

„ყოფილ სამხედრო მომსახურეებთან მიმართებით ქვეყანაში არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო სათანადოდ ზრუნავს მათზე. როცა პრობლემები აქვს ადამიანს ინიცირება მათი მხრიდან უნდა მოხდეს, მან უნდა მიაკითხოს ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ადეკვატურ პასუხს სცემს ასეთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ ხდება მიმართვა, ძალიან ძნელია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ჰქონდეს სისტემას, თუკი არ გამოვლინდა, რომ პირს აქვს ფსიქიკური პრობლემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია