ქობულეთში სროლა იყო

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა. ამ დროისთვის, საზოგადიებრივ ცენტრში მუშაობა შეჩერებულია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო