ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშენებლო მასალის გადაცემა დაიწყო

ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადასახურად სამშენებლო მასალის დარიგება დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარმა ძირითადად სახურავები დააზიანა.

როგორც ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას ურიგდება გადასახური მასალა, რომელსაც ყველა დაზარალებულ ოჯახს ადგილზე მიუტანენ.

გადასახური მასალის განაწილების პროცესს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

„დავიწყეთ მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება. როგორც კი ამინდმა საშუალება მოგვცა, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დაზიანებული სახურავების დემონტაჟი და ჩაატარეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები. დღეს კი, დილიდანვე, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გავანაწილეთ სხვადასხვა სახის გადასახური მასალა. დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებზე გადაეცემათ ეს მასალა, რათა დროულად შეძლონ შენობების გადახურვა“, - აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო