საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლისა და შვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლისა და შვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მათ დაკითხვის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცავების შეკითხვებს პასუხობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.

როგორც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაფერს პასუხი გაეცემა. თუმცა, რა ინფორმაცია მიაწოდეს თავდამსხმელის ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს, მან მედიასთან არ დააკონკრეტა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, შვილმა როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას. მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს თეიმურაზ კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო