საგარეჯოში თავდასხმის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. საგარეჯოსა და ნინო წმინდის ეპარქიამ, პანაშვიდი ქალაქის ცენტრში აღავლინა, სადაც მოსახლეობა ყვავილებითა და სანთლებით იყო მისული. ამით ადგილობრივებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი