ექიმი - საგარეჯოში დაჭრილებიდან ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია, ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც ოთიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მათ ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ბარძაყის მიდამოში აქვთ.

„ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. ღამის განმავლობაში გართულებას ადგილი არ ჰქონია. მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, მიუხედავად დაჭრილი პაციენტების დაზიანებების სიმძიმისა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების გუნდი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში