საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთაგან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უკეთესია.

„ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად მძიმედ არის, დინამიკაში უკეთესია, თუმცა მისი ზოგადი მდგომაროებიდან, ტრამვებიდან გამომდინარე მართვით სუნთქვაზე რჩება და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

ამჟამად, ჩვენთან სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ერთი პაციენტი თვალის ტრამვის გამო გადავიდა შესაბამის კლინიკაში და იმ კლინიკიდანაც გაწერილია ბინაზე, ამბულატორიულ მკურნალობაზე. ერთი პაციენტი მსუბუქი ჭრილობებით გაწერილია ჩვენი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო