უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით აქცია ბათუმშიც გაიმართა

ბათუმში, უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე უკრაინის მოქალაქეები, ადგილობრივები შეიკრიბნენ.

მათ სიმბოლურად, იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებიც უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მხარს უჭერს, ამასთან, აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს, ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას იარაღით ეხმარება.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, აქციის მთავარი გზავნილი ბახმუტია, სადაც საომარი მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღესვე, აქციის მონაწილეებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც სხვადასხვა ქვეყანას დახმარებისთვის მადლობას უხდიან.

აქციის მონაწილეები მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და იარაღი მოაწოდონ.

“ყოველ დღე ჩვილ ბავშვებს, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს ტერორისტი პუტინი და მისი ქვეშევრდომები. ამ მონსტრის დასამარცხებლად, საჭიროა მეტი იარაღი. ვთხოვთ, მეგობარ ქვეყნებს, უფრო მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს