07.07.2025 / 08:38
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" დაშავებულები მოინახულა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" დაშავებულები მოინახულა. ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მოვინახულეთ დაშავებულები. დღეის მდგომარეობით, 3 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, თითოეულ მათგანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას. ასევე, ვუსამძიმრებ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებასა და უდიდეს დანაკლისს“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ოთხი სამოქალაქო პირი, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და დაიჭრა 5 ადამიანი. საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" 3 ადამიანი მკურნალობს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს