ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის მიერ გადაცემული გენერატორების გამო, ხარკოვის მერისა და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან მადლობის წერილები მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის მიერ გადაცემული გენერატორების გამო, ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვისა და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკისგან მადლობის წერილები მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ხარკოვისა და ლვოვის მუნიციპალიტეტები მადლიერი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში.

„გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებასა და ღრმა პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო მინისტრო, ასევე, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და პირადად თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ელჩო, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარების სახით მძლავრი გენერატორების გადმოცემის უზრუნველყოფისა და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობისთვის. საომარი მოქმედებების პირობებში, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქ ხარკოვის მზადყოფნას ზამთრის პერიოდის გამოწვევებთან გამკლავებაში“, - ნათქვამია იგორ ტერეხოვის წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გენერატორები გადანაწილდა ხარკოვის საქალაქო საბჭოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის იმ კომუნალურ დაწესებულებებს შორის, რომლებიც ურთულეს პირობებში უზრუნველყოფენ ქალაქის ფუნქციონირებას, აწვდიან ელექტროენერგიას სამედიცინო დაწესებულებებს, სატუმბ სადგურებს, წყალგაყვანილობისა და წყალმომარაგების ობიექტებსა და ქალაქის საქვაბეებს.

„უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს დასახმარებლად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ფასდაუდებელია და გამარჯვებასთან გვაახლოებს! გულწრფელ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!“, - ნათქვამია იგორ ტერეხოვის წერილში.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქართული მხარის მიერ მოწოდებული გენერატორები არა მხოლოდ გააუმჯობესებს სიტუაციას დაწესებულებათა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდის გატარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასაც.

„ჩვენს ღრმა მადლიერებასთან ერთად, გულწრფელად ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. დაე, ეს წელი იყოს წარმატებული, ნაყოფიერი, აღსავსე პოზიტიური ემოციებითა და ახალი მიღწევებით“, - ნათქვამია მაქსიმ კოზიცკის წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო