ოთარ შამუგია, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული” ფარგლებში, უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრ აზიზ ვოიტოვს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბერლინში გამართული საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული” ფარგლებში, უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრ აზიზ ვოიტოვს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე აზიზ ვოიტოვმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი მზადაა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ქართველი სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება გაიზიაროს. ოთარ შამუგიამ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოში ღვინის წარმოების 8 000-წლიანი უწყვეტი ისტორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ვაზის 600-ზე მეტი ჯიშია წარმოდგენილი; ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმები, სახელმწიფო პროგრამები და მარკეტინგული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მეგობარ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების საკითხსაც. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ცნობისთვის, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან უზბეკეთში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 119%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში უზბეკეთის წილმა 1.9% შეადგინა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ