ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000-ზე მეტი ოპერაციაა შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი - შესაძლებელია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდებოდეს ასეთი კონტროლი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული.

როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, საუბარია ძირითადად საყოფაცხოვრებო საქონელზე, რომელიც სანქციების სიაშია.

„ბრალდებისას სიტყვების გარდა, რაღაცა ფორმით მაინც უნდა იყოს მტკიცებულებები წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ასეთი მტკიცებულებები არ არის, რისი შეფასების და პასუხის გაცემის შესაძლებლობაც გვექნებოდა. ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები ვერ იქნება, რადგან ბუნებაში არ არსებობს. როცა ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, ეს საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას ეხება, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის საბაჟო ოპერაციების სხვადასხვა კომბინაცია. ნებისმიერი ტიპის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებით, რომლებიცა სანქცირებულთა სიაშია.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000 ოპერაციაზე მეტია საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ეს ეხება ექსპორტს, რეექსპორტს, სრულად ტრანზიტს. ასევე, ფართოა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლია. დაახლოებით 500 -ზე მეტი შემთხვევა იყო, სადაც შემოსავლების სამსახურს მომართეს და განუმარტეს, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდებოდეს ასეთი ტიპის კონტროლი ტვირთებთან მიმართებით როგორიც ხორციელდება საქართველოშია.

„ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს და არანაირი მტკიცებულება და დასაბუთება ამ მიმართულებით არ მოგვისმენია. ბუნებაში ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აღსრულების პროცესი მკაცრად კონტროლდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მათ შორის, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორიც ხორციელდება საქართველოში. ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვები ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება არ ხდება ჯეროვნად. როგორც გითხარით 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული, ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ბუნებრივია ტრანზიტის ნაწილში ამის კონტროლიც ხორციელდება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი საბაჟო სამსახურში, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ასეთი ტიპის საქონლის კონტროლთან მიმართებით. ასევე, ცალკე პროფილია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც სანქციების სიაში და ამაზე ცალკე კონტროლი ხორციელდება. ნებისმიერ აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, მკაცრადაა გაკონტროლებული. ნებისმიერი მცდარი თუ ყალბი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ამა თუ იმ პირის მიერ და ეს ინფორმაციები ხშირად ვრცელდება პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებს და არცერთ შემთხვევაში ეს არ არის ოფიციალური ორგანო, ასეთი ინფორმაციები უნდა გადავამოწმოთ გავრცელებამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო