მარნეულელი მშვილდოსანი გოგონა, სალომე ხარშილაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა, სალომე ხარშილაძემ და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„მიღწეულ შედეგს ვულოცავ ჩვენს სპორტსმენს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ!

მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. საამაყოა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი წარმატება გვაქვს.

მარნეულის მერია მაქსიმალურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო