ანრი ოხანაშვილი - ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული

ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული , - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას.

„მოვისმინე, რომ ეროვნული მუხტი უნდა გააღვივოს ამ ხალხმა. ეროვნულ მუხტს ქვეყნის ინტერესების დამცველები აღვივებენ და ისინი, ვინც ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მდგომნი არიან. ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებს და აღნიშნა, რომ ისინი გაყალბების ნაცად ხერხებს ახლა შიდა არჩევნებში იყენებენ.

"ეს ადამიანები ნაცად მავნებლურ ხერხებს, რაც 2012 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, იყენებენ შიდაპარტიული არჩევნებისთვის. ახლა მიმდინარეობს უკვე არჩევნების წინასწარ გაყალბება, ეს მათი ხელწერაა. არ არიან უფლებამოსილნი და კიდევ დიდხანს ვერ იქნებიან, რომ არჩევნები ქვეყანაში ჩაატარონ და იმ ნაცად ხერხებს, რაშიც დახელოვნებულნი არიან, შიდაპოლიტიკური, პარტიული დაპირისპირებისთვის იყენებენ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო