სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და მოსახლეობის კომპენსაციისთვის სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს მთავრობამ 6 780 000 ლარი გამოუყო

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ჯამში 6 780 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყოფა.

„რეგიონის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენა 2400-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს.

ამასთან, გარდა კომპენსაციებისა სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა რისთვისაც მთავრობამ რეგიონისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 5 310 000 ლარი.

სტიქიის პირველი წუთებიდან რეაგირება იყო მყისიერი, გამართულად იმუშავა ყველა მუნიციპალურმა სამსახურმა, პრემიერის უშუალო დავალებით, სწრაფი კოორდინაციისა და არსებული ვითარების დროულად გადასაწყვეტად ადგილზე იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები”, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024