სერგო ჩიხლაძე - გახარია იყო „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და როცა სხვაზე ამბობ: „შენ ხარ ქოცი“, უხერხულია -  არ ვაპირებთ გულთან ახლოს მივიტანოთ

გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პრემიერ-მინისტრი და სხვაზე რომ ამბობ: „ შენ ხარ ქოცი“, მგონი, ცოტა უხერხულია , - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძე ყოველთვის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მათთან თანამშრომლობის რესურს ვერ ხედავენ, თორემ „სტრატეგია აღმაშენებელს“ „არავისთვის კარი არ დაუკეტავს“.

„როდესაც ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი გაერთიანება შედგა, ეს იყო 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები, მაშინ ოპოზიციის საარჩევნო შტაბს გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. ოპოზიციამ ყველაზე კარგი შედეგი მაშინ დადო. მეორე ტურში რომ არა პრემიერ-მინისტრის [გიორგი გახარიას] ქმედებები... მეორე ტურში მოგება წაართვეს ქართველ ხალხს. გიორგი გახარია იყო იმ გუნდის წევრი, პრემიერ- მინისტრი და სხვაზე რომ ამბობ: „ შენ ხარ ქოცი“, მგონი, ცოტა უხერხულია. მიუხედავად ამისა გადავდეთ ყველაფერი და მივდივართ მომავლისკენ. თვითონ ვერ ხედავენ ჯერჯერობით ჩვენთან თანამშრომლობის რესურს, თორემ ჩვენ არავისთვის კარი არ დაგვიკეტია.

120 ადამიანი, ვინც იქ იდგა, ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენა. ჩვენ ძალიან დიდი საქმეები, ბრძოლები გველის წინ და საერთოდ არ ვაპირებთ, ვინ რა და როგორ თქვა იმას ვუპასუხოთ, გულთან ახლოს მივიტანოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესები ქუჩაში გადადის, თუმცა ამის შესახებ წინასწარ განცხადებები არ კეთდება, რათა თავად პროცესი არ დაზარალდეს.

„პროცესი გადადის ქუჩაში, მაგრამ წინასწარ არ ვამბობთ არაფერს, როცა შედეგი დადგება, მაშინ ვისაუბროთ, მუშტების ქნევა და მერე შედეგი არ დადგეს, ეს კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმს გამოიწვევს. როცა კონკრეტული ეტაპი მზადდება, ვაცხადებთ. პარალელურად გვაქვს კონსულტაციები, ჩართულობები და ა.შ.“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა