SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს.

„SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უაღრესად მნიშნელოვანია იყოს თანამონაწილე და აქტიურად ჩართული ისეთ კამპანიებში, რომლის მიზანი მოზარდების მხარდაჭერა და ჯანმრთელობის საკითხების წამოწევაა.

გვსურს პოზიტიური ცვლილებები შევიტანოთ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომ, ისეთ მიმართულებებზე გადავწყვიტეთ ზრუნვა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია: ჯანმრთელობა, განათლება, ბავშვების მხარდაჭერა.

2023 წლისთვის, კომპანიის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ აღნიშნული სფეროების მხარდაჭერაა.

რადგან, ჩვენი კომპანიის მთავარი იდეაა, შევქმნათ ცხოვრების სტილი, გვსურს სწორედ ცხოვრების წესად ვაქციოთ ზრუნვა და ამ ნაბიჯით იგივე ქმედებისკენ სხვა ორგანიზაციებიც წავახალისოთ“, - SWEFLAND Group-ის გენერალური დირექტორი, მაჰმუდ სამი.

„მიუხედავად იმიდა, რომ ფონდს მხარდამჭერთა დიდი გუნდი ყავს და მათი დახმარებით შეძლო 23 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 900-ზე მეტი ბავშვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის 1500-ზე მეტი სერვისის დაფინანსება, მხარდაჭერის საჭიროება კიდევ ძალიან დიდია.

აქედან გამომდინარე, სოლიდარობის ფონდის და ფონდის ბენეფიციარების, პატარა გმირების და მათი ოჯახების სახელით, გვაქვს პატივი გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ SWEFLAND Group-ის ინიციატივის მიმართ. დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანია SWEFLAND Group-ს კიდევ არა ერთი ორგანიზაცია შემოუერთდება ამ სასიკეთო საქმეში. ყოველი ერთით მეტი მხარდამჭერი, ერთით მეტი გადარჩენილი სიცოცხლის შესაძლებლობაა“, - სოლიდარობის ფონდის დირექტორი, ეკატერინე ფესტვენიძე.

#შემოგვიერთდით #სიკეთეგადამდებია

საქართველოს სოლიდარობის ფონდი" 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის მიზანია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას საქართველოში და საზღვარგარეთ. ფონდში მობილიზებული თანხის 100% ხმარდება ბენეფიციართა მკურნალობის დაფინანსებას.

SWEFLAND Group არის საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო