ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დრო ითხოვეს და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.
უმრავლესობის წევრების განმარტებით, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება.
მათივე თქმით, სათამაშოები შეუძლიათ შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ.
აღნიშნულ ქმედებას ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.