ანა ბუჩუკური - გიგა ბოკერია, რომელიც პარლამენტს არაფრად აგდებს და მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს მთელ დეპუტაციას, დაკავებულია საკრებულოებში გამოძიების ჩატარებით - საიდან სადამდე

გიგა ბოკერია, რომელიც პარლამენტს არაფრად აგდებს და მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს მთელ დეპუტაციას, დაკავებულია საკრებულოებში გამოძიების ჩატარებით და ამ თემას ბრიფინგებს უძღვნის - საიდან სადამდე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოში“ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოებს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია.

გიგა ბოკერია დეპუტატებს, მათ შორის, თავისი პარტიის სახელით გასულ დეპუტატებს ამუნათებს მანდატები დატოვეთო და ამასობაში წასულა და საკრებულოში დაუწყია გამოძიების ჩატარება, ბრიფინგებს ატარებს და საკრებულოს წევრებს დასდევს. საიდან სადამდე. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. თუ შინაარსობრივი ნაწილი გაინტერესებთ ბუნებრივია, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს ვგულისხმობ, საკრებულოების ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ნებისმიერ თქვენს შეკითხვას სიამოვნებით გასცემს პასუხს,“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მან ასევე სამი ოპოზიციური პარტიის („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი დიდი იდეის დაკნინება და გაუფასურება, რასაც ეროვნული მოძრაობა ჰქვია.

„ზოგადად ეს აქცია დამაბნეველი იყო, რადგან სხვადასხვა მიზნები გაჟღერდა, ყველაზე არასწორი რაც გაჟღერდა იყო, რომ ვიღაცას მოუნდომებია, რომ ეროვნული მოძრაობა დაერქმია ამ ყველაფრისთვის. ეს არის იმ დიადი და დიდი მიზნის დაკნინება, რასაც ეროვნული მოძრაობა ჰქვია. ამიტომ არ შეიძლება ყველაფერი აბუჩად ასაგდები გახადო. ამით ერთადერთი ვისაც ეხმარები არის „ქართული ოცნება“ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც აანონსებ "ცხელ შემოდგომას" და შემოდგომა დგება "ცივი" და ისედაც ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმს აჩენ. ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც შენს კოლეგას მაგალითად, ჩვენს გუნდს იმის გამო ესხმი, რომ ღიად და საჯაროდ მონაწილეობს 12 პუნქტის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და შენ პირადად ჩუმად, მედიისგან მალულად, „ქართულ ოცნებას“ ხვდები. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ისეთი მართლა დიდი იდეის და ფასის დაკნინება და გაუფასურება, რასაც ეროვნული მოძრაობა ჰქვია. ყველას თავის ტაქტიკა და სტრატეგია აქვს, უბრალოდ ყოველთვის ეს ადამიანები შეეცდებიან ჩვენი გუნდის მიმართ რაიმე ნეგატიური მესიჯის სროლას ისინი აუცილებლად მიიღებენ ჩვენგან ადეკვატურ პასუხს,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია, რუსთავის საკრებულოს კი სარევიზიო კომისია არ შეუქმნია, რის შედეგადაც მერიის შემოწმება არ განხორციელებულა.

ცნობისთვის, ორივე საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3, ხოლო "ქართული ოცნების" 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3 და "ქართული ოცნების" 17 დეპუტატია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქციას დააანონსეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა