ხათუნა სამნიძე - მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებენ „ქართულმა ოცნებამ“ კურსი შეცვალოს - ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი აქცია მნიშვნელოვანია და ასეთ შეკრებაზე მეც ვიქნები

მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებენ კურსი შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი აქცია მნიშვნელოვანია და ასეთ შეკრებაზე ვიქნები მეც, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან 24 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, სამნიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რა გზავნილები ექნებათ აქციის ორგანიზატორებს, რადგან არ შეიძლება ისეთი მოლოდინების შექმნა, რომელიც ვერ შესრულდება და საზოგადოებაში ფრუსტრაციას გამოიწვევს.

„24 თებერვალი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ თვალს ადევნებენ „ქართული ოცნების" პოლიტიკას და არ დაუშვებენ, ამ ბუნდოვანი პოზიციების ფონზე მკაფიოდ გაბედოს და კურსი შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“. ამ თვალსაზრისით ნებისმიერი აქცია და შეკრება მნიშვნელოვანია და ასეთ შეკრებაზე ვიქნები მეც. მაგრამ უმნიშვნელოვანესია აქციის ორგანიზატორების მხრიდან თითოეული გზავნილი და მიზანი ამ შეხვედრის. თუ ამ თვის მანძილზე ხშირად გავიგონებთ ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობას და ამ ტიპის გზავნილებს, რომელიც ისეთ მოლოდინებს გააჩენს საზოგადოებაში, რომელსაც ვერ შევასრულებთ, ეს იქნება პრობლემა და კიდევ ერთხელ შევახსენებ კოლეგებს, რომ არ შეიძლება მოლოდინების ისე აწევა, რომ შემდეგ საზოგადოებაში ფრუსტრაცია გამოვიწვიოთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვის მანძილზე ორგანიზატორების მხრიდან თითოეულ გზავნილს და ამაზეა ჩემი მომავალი პოზიციაც დამოკიდებული“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო