ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან სხვადასხვა მიმართულებით. 2020 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს ბათუმის მუნიციპალიტეტსა და „იუნისეფს“ შორის ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი ქალაქების ინიციატივასთან მიერთების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფისა და „იუნისეფის“ წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად, მუნიციპალიტეტში შემუშავდა სტრატეგია და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა. დღეს ბათუმმა მიიღო ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატის სტატუსი, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, ბათუმი უახლოეს მომავალში იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს“, - განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ღასან ხალილმა ბათუმის მუნიციპალიტეტს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

მისი თქმით, ეს სტატუსი ბათუმის მერიამ დაიმსახურა იმ აქტივობებისა და აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შედეგად, რომლებიც გაწერილია ინიციატივის ფარგლებში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

„მოგვიანებით, მერიის ახალგაზრდულ ცენტრში მრავალფუნქციური სივრცე დაათვალიერეს, რომელიც ბავშვზე მორგებული ქალაქის პროექტის ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული სივრცე, UNICEF-ის მხარდაჭერით, ბავშვების შეხვედრებისა დისკუსიების მოწყობის მიზნით შეიქმნა.

ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, „იუნისეფის“ წარმომადგენლების ჩართულობით, იმუშავა სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით“,-აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024