თაზო დათუნაშვილი - პრივატიზაციის გეგმა ჩავარდა - საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან

პრივატიზაციის გეგმა ჩავარდა - საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა საპრივატიზაციო პოლიტიკის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.

„გასული წლის ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 300 მილიონი ლარის აქტივების გასხვისება, ანუ პრივატიზაცია. გეგმა 92,2 მილიონი ლარით ჩავარდა და მხოლოდ 67,6%-ით შესრულდა.

რა ზარალი მიადგა ქვეყანას პრივატიზაციის გეგმის ჩაგდებით:

  1. სახელმწიფო ბიუჯეტს 90 მილიონის ოდენობით შემოსავალი დააკლდა;
  2. ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.

უბედურებების მთელი კასკადია:

პირველი- ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მთელი ეკონომიკური დოვლათის ფაქტობრივად 80%-ს ფლობს, წლიური პრივატიზაციის გეგმა სულ რაღაც 300 მილიონი ლარია. ფოსტას, რკინიგზასა და ელექტროსისტემას კი ისევ სახელმწიფო ფლობს.

მეორე- ყველაზე მსხვილი ობიექტები წმ. მიხეილის საავადმყოფო და რიყის დოქებია და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორებმა, შალვა ბრეუსმა და დავით ხიდაშელმა შეიძინეს. კი, კი, იმ დავით ხიდაშელმა, ძველ რუკებს რომ იტაცებს.

მესამე- სიდიდით მესამე ობიექტი, ფოთის პორტის მიმდებარედ, 74 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შუამავლების დახმარებით შეიძინა. კონკრეტულად ადიკო ივანიშვილის პარტნიორმა.

მეოთხე-იმის გამო, რომ 2022 წელს 200 მილიონ ლარზე მეტის ქონება ვერ გაასხვისეს, ადგნენ და გადაწყვიტეს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 200 მილიონი ჩაედოთ. აი ასე, მარტივად…

დასკვნების გამოტანა იოლია:

- ვიდრე ამ ოდენობის ქონება სახელმწიფოს ხელში დარჩება, ღარიბი ხალხის ქვეყანა ვიქნებით;

- სანამ ყველაზე დიდი შემსყიდველები ქვეყანაში ოლიგარქი, მისი ოჯახი და მისი საძმაკაცო მინიოლიგარქები იქნებიან, ქვეყანა ვერ გამდიდრდება;

- სანამ პრივატიზაცია წელიწადში 200 მილიონი რჩება, ეს ქვეყანა მაჩანჩალა ეკონომიკის იქნება“, - აღნიშნავს თაზო დათუნაშვილი.

ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა