მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება - ბ32.32230169-ის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

შეხვედრას ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1-ელი თებერვლიდან დაიწყება და მოსახლეობა დასაფინანსებელ პროექტებს დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს.

2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამისთვის 1 232 000 ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო