ნოდარ ხარშილაძე - უკეთესი განცხადებებით შეგვეძლო გვეთქვა უკრაინელებისთვის: „ამაში ვერ გეხმარებით ძმებო, რა ვქნათ“ - უკრაინელებიც ძალიან ხისტები არიან, მაგრამ ჩვენ რომ გვიბომბავდნენ ქვეყანას, არ ვიცი, ჩვენ რა ჭკუაზე ვიქნებოდით

ვთვლი, რომ უკრაინელებიც ძალიან ხისტები არიან , - ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რა ფორმით ხდება განცხადების გაკეთება.

„უკეთესი განცხადებებით შეგვეძლო გვეთქვა უკრაინელებისთვის, რომ „ვერ გეხმარებით ძმებო ამაში, რა ვქნათ“. ბევრი რამ, არც იქითა მხრიდან გაკეთებული განცხადება არ მომწონს. ვთვლი, რომ უკრაინელებიც ძალიან ხისტები არიან, მაგრამ ჩვენ რომ გვიბომბავდნენ ქვეყანას, არ ვიცი, ჩვენ რა ჭკუაზე ვიქნებოდით.

ერთი სიტყვით, რადგან ვიქცევით ნორმალურად, ვისაუბროთ კიდევაც ნორმალურად. ჩემი პრეტენზია ეს არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ მთლიანად მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რა ფორმით ხდება განცხადების გაკეთება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას პოლიტიკაში“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტმა ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც, ნოდარ ხარშილაძის თქმით, საქართველოს პოლიტიკაში პრობლემას ქმნის ის, რომ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ერთმანეთს მოუსმინონ.

„სტატუს კვო, რომ ერთ ნაწილს საქართველო შვეიცარიად მიაჩნია და მეორეს სომალიდ, ამაზე დავის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. არცერთს არ მოგვწონს დღეს, რაც არის. ყველას მიგვაჩნია, რომ მეტი შეგვიძლია გაკეთდეს. რომელია ამ რიტორიკაში მართალი? - ერთი ამბობს, რომ ესაა რუსი, და მეორე ამბობს, რომ ისაა.... მე პირადად ამისგან დავიღალე. აღარ შემიძლია ერთმანეთისკენ თითების შვერა, ადრე ყველა სუკ-ის (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) აგენტი იყო, ახლა ყველა რუსეთის აგენტია. დამღლელია ეს ყველაფერი. პრობლემას ის ქმნის, რომ არ არის შესაძლებლობა ერთმანეთს მოვუსმინოთ“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა