არჩილ თალაკვაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს.

თალაკვაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილების მხარდაჭერა ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტულად რჩება.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია, მათ შორის ცვლილება, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთავაზებული. ჩვენს დელეგაციას ძალიან ძლიერი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და რეზოლუცია საბოლოო ჯამში, გამოხატავს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აქვს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტულად რჩება და ამას ადასტურებს ასამბლეის მაღალი მხარდაჭერა ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე. რეიკიავიკის სამიტისთვის მზადება დაწყებულია. ეს იქნება მაღალი დონის ფორუმი, სადაც კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ჩვენი ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. ამის მყარი საფუძველი უკვე არის რეზოლუცია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან დაამტკიცა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ