ქუთაისის მერია - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმამაღლა გაცხადდა, რომ ქალაქი უკრაინას დაეხმარებოდა იმ საჭიროებების მიხედვით, რასაც ომში მყოფი ქვეყანა ითხოვდა.

„ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შევიძინეთ ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ასევე, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში. ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო გენერატორებით დახმარების თხოვნა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში. ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს. ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას“,-აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა